saqarTvelos uReltexilebi - Wviberazaus uReltexili

კოორდინატები 43°15`17` ჩ. გ. 42°25`18` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3264 მ
ქედი სვანეთის კავკასიონი

 

უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ნენსკრის (ენგურის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3264 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია ალპური და გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი.

აკავშირებს მდინარეების ნენსკრისა (ზემო სვანეთი) და ბაქსანის აუზებს (ყაბარდო-ბალყარეთი).